„სევდის ანგელოზები“ – გია ყანჩელის ხსოვისადმი მიძღვნილი კონცერტი და კინოჩვენება მოეწყობა

კინოთეატრი „ამირანი“ და Artists Union ConceptArt გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილ უნიკალურ პროექტს ახორციელებს.

მაესტროს შესახებ გადაღებული ფილმის „სევდის ანგელოზები“ პრემიერასთან ერთად, აღიარებული ქართველი მუსიკოსები კონოთეატრის სცენაზე მის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

„სევდის ანგელოზები“, რომელიც სცენარისტმა თეონა ჯორბენაძემ რამდენიმე ქალაქში გადაიღო (ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი) მოგვითხრობს ხელოვანზე, ვისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი თავისუფლება იყო. ფილმში მონაწილეობენ: გიდონ კრემერი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და სხვა.

ფილმის ჩვენებამდე, კინოთეატრის სცენაზე შესრულდება გია ყანჩელის ნაწარმოებები. ნიკოლოზ რაჭველი, ალტისტი გიორგი ცაგარელი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები ესტაფეტას გადასცემენ ახალი თაობის ვარსკვლავებს.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ – ნუცა თოფურია (ვოკალი), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ცოტნე ზედგინიძე (ფორტეპიანო) სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო) ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები