სამხრეთ კორეის ფესტივალზე 10 ქართული კომპანია მონაწილებდა

სამხრეთ კორეის დედაქალაქმა რიგით მე-17 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.  „IFFE 2019 – International Fermented Food Expo-ზე“  საქართველო წელს  მეოთხედ მონაწილებდა.

ექსპოზიციაზე ქართულმა საწარმოებმა წარმოადგინეს როგორც ღვინო და ტრადიციული ტკბილეული, ასევე სუვენირები  და სანელებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

ქართველი მწარმოებლები ფესტივალზე საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. ღონისძიების გახსნას საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეაში, ოთარ ბერძენიშვილიც ესწრებოდა, რომელიც თავადაც უწევდა კონსულტაციას ქართული სტენდით დაინტერესებულ სტუმრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები