მაინის ფრანკფურტში, თბილისობა 2019 საქართველოს ჰიმნით გაიხსნა

მაინის ფრანკფურტში, საქართველოს გენერალური საკონსულოს და კიოლნში მოღვაწე ქორეოგრაფის, მოცეკვავის და მსახიობის თამარ ბურდულის ინიციატივით, თბილისობა აღინიშნა. ღონისძიებას კიოლნში, ესწრებოდნენ გერმანიაში მცხოვრები ქართველები და საქართველოს მეგობრები გერმანიიდან.

თბილისობა 2019, მაინის ფრანკფურტში ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საქართველოს ჰიმნით გახსნეს, რის შემდეგაც ქართულმა მოცეკვავეთა ჯგუფმა “ოქროს საწმისი” ქართული ცეკვები შეასრულა. დიუსელდორფის მგალობელთა გუნდთან და ოპერის მომღერალთან, კახა ვერძეულთან ერთად, ღონისძიების სტუმრებმა ყველასთვის ნაცნობი ,,თბილისო” იმღერეს.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ უნიკალური ქართული ღვინო და კერძები.

ღონისძიება დასრულდა ჯგუფ ,,ჩვენებურების” კონცერტით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები