დავით ზალკალიანი შვედეთში ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვედეთში ქართულ დიასპორას შეხვდა. მან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დიაპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ დაეხმაროს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

“დიაპორასთან ურთიერთობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიაპორასთან  აქტიური კომუნიკაცია. საელჩო თქვენი სახლია და შესაბამისად აქ არ უნდა არსებობდეს ბარიერები”- განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს უკვე განხორციელებულ პროექტებსა და ასევე ინციატივებზე,  კერძოდ საკვირაო სკოლების მხარდაჭერაზე, დიასპორის ინიციატივების დაფინანსების ფონდსა და ასევე ერთიანი უნივერსალური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნაზე.

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საქართველოში მიმდინარე პროექტები, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები