გერმანიაში დიასპორის წარმომადგენლებმა გენერალურ კონსულთან, სათათბირო საბჭოს შექმნაზე იმსჯელეს

საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ და საქართველოს კონსულმა, ქალბატონმა თამთა კინწურაშვილმა ქალაქ კიოლნში შეხვედრა გამართეს გერმანიაში მოღვაწე ქართული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების და სტუდენტური გაერთიანებების წარმომადგენლებთან.

სტუმრები შეხვედრაზე, გერმანიის სხვადასხვა ფედერალური მიწებიდან და ქალაქებიდან ჩავიდნენ. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობაზე. განიხილეს არსებული სტრატეგიის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

ორგანიზაციებს შორის, კოორდინაციის გაუმჯობესებისათვის, გადაწყდა სათათბირო საბჭოს შექმნა. ასევე დაწესდა წელიწადში ორჯერ ქართული დიასპორის საზეიმო შეკრების ტრადიცია, რომელიც მონაცვლეობით გაიმართება გერმანიის სხვადასხვა ქალაქში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები