მაინის ფრანკფურტში ქართული კულტურის საღამო გაიმართა

ქალაქ მაინის ფრანკფურტში ქართველი სტუდენტების თათული ღვაბერიძის, ნათია გელაშვილის და ვახტანგ აბუსელიძის ინიციატივით და საქართველოს გენერალური საკონსულოს, სტუდენტური გაერთიანებების STUBE HESSEN-ის და ESG-ს მხარდაჭერით, ქართული კულტურის საღამო გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით კონსულმა, ქალბატონმა თამთა კინწურაშვილმა გახსნა. სტუდენტებმა ქართული სიმღერები და ეროვნული ცეკვები შეასრულეს. წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები, რის შემდეგაც ფრანკფურტის გოეთეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ფაკულტეტის პროფესორმა, ქალბატონმა მანანა თანდაშვილმა პრეზენტაცია გააკეთა ქართული ენის შესახებ.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები