ისრაელში ემიგრანტული ფესტივალი ჩატარდა

ისრაელში, ქალაქ ბათ-იამის აუდიტორიუმში, დიასპორულმა ორგანიზაციამ „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“, „ემიგრანტული ფესტივალი“ – „ქართული ოჯახები ისრაელში“ გამართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ისრაელში მცხოვრები, ქართველი ემიგრანტებისა და ქართველ ებრაელთა თემის თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელი. „ქართული ხელოვნების ცენტრის“ მოყვარულმა შემსრულებლებმა სცენაზე შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, კლასიკური თანამედროვე საესტრადო და ჯაზური მუსიკა, წაიკითხეს გამოჩენილი ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების ნაწარმოებები.

პროექტის მონაწილეებს და მის მხარდამჭერებს პირველი ემიგრანტული ფესტივალი მიულოცეს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. მეცნიერებმა – იცხაკ დავითმა და შალვა წიწუაშვილმა, მწერლებმა – იზოლდა კრიხელმა და გია მოშიაშვილმა „ქართული ხელოვნების ცენტრს“ და კონცერტის მონაწილეებს საავტორო წიგნები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის „ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის“ საპატიო სიგელი ორგანიზაცია „გულთა კავშირის“ პრეზიდენტს, რობერტ ადარს (აჯიაშვილი) გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები