თბილისი განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

27 ოქტომბერს “განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2019”  გაიმართება.

ღონისძიებაზე ქართველი სტუდენტები და დაინტერესებული პირები საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ პირისპირ გაესაუბრონ სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები საინტერესო კითხვებზე. განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიება „ქორთიარდ მარიოტში“ 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები