პარიზში, ქართველმა პოეტმა მანანა ჩიტიშვილმა ქართველ მკითხველს ახალი კრებული “რანაირი გაზაფხული მოვა” გააცნო

პარიზში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლაში, ქართველ პოეტ მანანა ჩიტიშვილთან შეხვედრა გაიმართა. საღამოს ორგანიზება, საფრანგეთში საქართველოს საელჩომ გაუწია.

შეხვედრაზე ავტორმა საკუთარი ლექსები წაიკითხა და ახალ კრებული “რანაირი გაზაფხული მოვა” წარადგინა.

მანანა ჩიტიშვილი სალიტერატურო მოღვაწეობას 1970-იანი წლების ბოლოდან ეწევა. გამოცემული აქვს ლექსების რვა კრებული. მიღებული აქვს 6 ლიტერატურული პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მისი ლექსები თარგმნილია იტალიურ, ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. 2003 წელს, ამერიკის ბიოგრაფიის უნივერსიტეტმა შეიტანა კრებულში „თანამედროვე ეპოქის ცნობილი ადამიანები“. მიღებული აქვს დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია ნომინაციაში „ერის ტკივილი ლექსად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები