კატეგორია

ახალი ამბები

ქართული ღვინო იაპონიაში – ქალაქმა კაგოშიმამ დეგუსტაციას უმასპინძლა

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, იაპონიის ქალაქ კაგოშიმაში 7 ნოემბერს გამართულ დეგუსტაცია-სემინარს, კომპანია „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ. „ქართული…

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფილმების ფესტივალზე ორი ქართული ფილმია წარმოდგენილი

წელს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფილმების ფესტივალზე (Eastern Neighbours Film Festival) ორი ქართული ფილმია წარმოდგენილი. 7 ნოემბერს ჰააგის კინოს სახლში, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მარი გულბანის ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ ენახა.…

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია დაჯილდოვდა

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „WTM-2019“ საქართველო 30 ახალ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა, რომელსაც 2020 წელს უნდა ეწვიო. სამოგზაურო სიაში საქართველო პირველ ადგილზეა. საერთაშორისო ბლოგერების სპეციალური…

,,მუსიკალური მოგზაურობა საქართველოში” – ანსამბლი ,,მერანი” ანტვერპენში კონცერტს…

,,მუსიკალური მოგზაურობა საქართველოში და სიმღერა მეგობრობაზე"  - ასე ჰქვია კონცერტს, რომელსაც 22 ნიდერლანდელი მუსიკოსისაგან შემდგარი ანსამბლი ,,მერანი" ბელგიის ქალაქ ანტვერპენში 13 ნოემბერს გამართავს. საღამოზე შესრულდება როგორც ქართული…

თბილისი ნორვეგიული გამოცემის ხუთეულშია

ცნობილი ნორვეგიული გამოცემა “Aftenposten“ მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. გაზეთმა საქართველო იმ ხუთ ორიგინალურ ქვეყანას შორის დაასახელა, რომელთა მონახულებაც მოკლევადიანი  მოგზაურობისას შეიძლება. ”დრამატულ ქართულ მთიან პეიზაჟს…

“Tbilisi it’s complicated”- ბერლინი ქართველი ავტორების წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლებს

8 ნოემბერს საქართველოს საელჩო ბერლინში  წიგნის პრეზენტაციას მასპინძლობს. “Tbilisi it’s complicated” - ასე ჰქვია  ქართველი და უცხოელი ავტორების პროექტს დედაქალაქზე, რომელიც მოიცავს მხატვრულ მოთხრობებს, რომლებშიც  კრიტიკულადაა ასახული…

ანსამბლ „იბერის“ კონცერტმა ლიუბლიანაში ანშლაგით ჩაიარა

ლიუბლიანის უდიდეს საკონცერტო დარბაზში „ცანკარევ დომ“ სრული ანშლაგით ჩაიარა ქართული ფოლკლორული ანსამბლის „იბერი“ სოლო კონცერტმა. მისი დასრულების შემდეგ, საელჩომ ორგანიზება გაუკეთა ქართული ღვინის მიღება-დეგუსტაციას. კონცერტსა და მის შემდგომ…

გოჩა გაიოსის იშვიათი სინთეზური გამოცემები წიგნის მუზეუმს გადაეცემა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა, არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, გოჩა გაიოსის (შათირიშვილი) მხატვრული ნამუშევრების და გამოცემების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო…

სომხეთში „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ნაციონალური ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, გაიმართა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია. ღონისძიებას…

რომში 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალის პოეტური ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება

12 ნოემბერს, რომის ლიტერატურის სახლში გაიმართება პოეტური ანთოლოგიის „როცა ქვეყნებს სძინავთ - 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ პრეზენტაცია. გამოცემის წარდგენას დაესწრებიან ანთოლოგიაში შემავალი ქართველი და იტალიელი პოეტები:…

ქართველი მეცო-სოპრანოს შესრულებულ კარმენს იტალიურმა ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა

ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს მიერ, ტრიესტეს ვერდის სახელობის ოპერის თეატრში შესრულებულ კარმენს იტალიურმა ტელევიზია „რაი“-მ სიუჟეტი მიუძღვნა. ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა ქართველი არტისტის ქეთევან ქემოკლიძის მომხიბვლელობას და აღნიშნა, რომ მასში…

,,დიმიტრი ერმაკოვი ირანში“-წიგნი საქართველოს მუზეუმის 100 წლის იუბილეს ეძღვნება

თბილისის ისტორიის მუზეუმში 15 ნოემბერს წიგნის პრეზენტაცია ,,დიმიტრი ერმაკოვი ირანში“ გაიმართება. წიგნი ეძღვნება საქართველოს მუზეუმის 100 წლის იუბილეს. მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გამორჩეული ფოტოგრაფი,…