“Tbilisi it’s complicated”- ბერლინი ქართველი ავტორების წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლებს

8 ნოემბერს საქართველოს საელჩო ბერლინში  წიგნის პრეზენტაციას მასპინძლობს. “Tbilisi it’s complicated” – ასე ჰქვია  ქართველი და უცხოელი ავტორების პროექტს დედაქალაქზე, რომელიც მოიცავს მხატვრულ მოთხრობებს, რომლებშიც  კრიტიკულადაა ასახული დედაქალაქის ბოლოდროინდელი ურბანული და სოციალური ცვლილებები.

პროექტზე 21 ავტორი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. გამოცემაში შესულია როგორც  “GeoAir-ის“ მიერ თბილისის შესახებ აქამდე მომზადებული პროექტები, ასევე ნამუშევრები, რომლებიც სპეციალურად ამ გამოცემისთვის შეიქმნა.

როგორც წიგნის შემქნელები ამბობენ – „იქ, სადაც ქალაქის ოფიციალური ლოზუნგია “თბილისი, ქალაქი, რომელიც გიყვართ”, ეს წიგნი გთავაზობთ ალტერნატივას – “თბილისი, ეს რთულია”.

როგორც ცნობილია,  შეხვედრას პროექტის ავტორებიც დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები