პარასროლაში კორეაში ქ.ჩანგვონის 2023 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, 47 ქვეყნის 227 პარასპორტსმენს შორის, ქართველი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული ასპარეზობს, მწვრთნელი ზაზა ხოსმაზარაშვილი.
პნევმატური შაშხანიდან სროლაში, ჭინჭარაული 632 ქულით, მე-7-ე ადგილზე გავიდა, R4 კატეგორიაში პირადი რეკორდი დაამყარა და პერუს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველა კატეგორიის საგზური მოიპოვა, როგორც პნევმატურ, ასევე ცეცხლსასროლ დისციპლინებში.
ლადო პერუში პარიზის 2024 წლის პარალიმპიადის სალიცენზიო კვოტის მოსაპოვებლად იასპარეზებს.