ლადო ჭინჭარაულმა პერუს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველა კატეგორიის საგზური მოიპოვა

პარასროლაში კორეაში ქ.ჩანგვონის 2023 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, 47 ქვეყნის 227 პარასპორტსმენს შორის, ქართველი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული ასპარეზობს, მწვრთნელი ზაზა ხოსმაზარაშვილი.

პნევმატური შაშხანიდან სროლაში, ჭინჭარაული  632 ქულით, მე-7-ე ადგილზე გავიდა, R4 კატეგორიაში პირადი რეკორდი დაამყარა და პერუს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველა კატეგორიის საგზური მოიპოვა, როგორც  პნევმატურ, ასევე  ცეცხლსასროლ დისციპლინებში.

ლადო პერუში პარიზის 2024 წლის პარალიმპიადის სალიცენზიო კვოტის მოსაპოვებლად იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები