თურქეთის ქალაქ მერსინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალში მასპინძელი ქვეყნის პარაათლეტი შენაი გუნეი ანგარიშით 15:5 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
რაპირით ასპარეზობაში კი მეორე ადგილისთვის შეხვედრაში ჩინელ ჟენგ ჰუის ანგარიშით 15:3 მოუგო და ტურნირის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.