ულან – ბატორში მიმდინარე გრანდ სლემის ბოლო დღეს მედლები ილია სულამანიძემ (100 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს – ირაკლი დემეტრაშვილი ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია, ხოლო ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
დემეტრაშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში კორეელ კიმთან გაფრთხილებებით წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ბრინჯაოს ფინალში ილიამ მეტოქე, გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ჯაფარ კოცოევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.