მწერალთა სახლის ხელშეწყობით, იტალიურად ითარგმნა და გამომცემლობის Giuliano Ladolfi Editore მიერ ერთ წიგნად გამოიცა გურამ ოდიშარიას “პრეზიდენტის კატა” და დაურ ნაჭყებიას „ღამის ნაპირი“.
მთარგმნელები: ნუნუ გელაძე და რუსკა ჟორჟოლიანი.
ორივე მათგანი ომების საწინააღმდეგო რომანია, ორივეში აღწერილია სოხუმის ომამდელი და ომისდროინდელი (1992-1993 წწ.) ცხოვრება და მთავარი თემა ომის ჯოჯოხეთში მყოფი ადამიანის ბედ-იღბალია.