ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ჯოან დიდიონის „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის „პოლინომიალი“ მიერ გამოიცა ჯოან დიდიონის „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“.

მთარგმნელები: თამარ ბაბუაძე, ლელა ფიროსმანაშვილი, ელენე მარგველაშვილი.

წიგნი გამოიცა პროგრამით “უცხოური ლიტერატურა თარგმანებში”.

„ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ National Book Award-ის ჟიურის წევრებმა ორი ჟანრის შედევრად დაასახელეს: მემუარისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისა. დიდიონი მეთოდურად აღწერს თავისი ცხოვრების ერთ წელიწადს ქმრის სიკვდილის შემდგომ. ცდილობს, უპასუხოს კითხვებს სიკვდილზე, შვილის ავადმყოფობასა და მათთან ერთად გატარებულ დროზე; დაუფარავად გვიზიარებს ერთი შეხედვით გონივრულობას მოკლებულ ფიქრებს, რომლებსაც მხოლოდ მგლოვიარე ადამიანის გონება შობს და აღიქვამს.

„ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ დაუვიწყარი წიგნია, რომელშიც გულწრფელად აღწერილ პირად ტრაგედიას ავტორი უნივერსალურ გამოცდილებად აქცევს.