ძალოსანთა 2023 წლის პირველ ჩემპიონატს ალბანეთის ქალაქი დურესი 25 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.
ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის გადაწყვეტილებით ჩემპიონატზე საქართველოდან 5 ძალოსანი იასპარეზებს. საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა.
🇬🇪 გოგა ჯაჯვანი – 73 კგ.
🇬🇪 ლევან ოჩიგავა – 81 კგ.
🇬🇪 გივი დარსაველიძე -102 კგ.
🇬🇪 საბა ადამია – 102 კგ.
🇬🇪 ირაკლი ვეკუა +102 კგ.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ქართველი გოგონაც იბრძოლებს. ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას გადაწყვეტილებით ალბანეთში მარიამ მურღვლიანი (81კგ.) იასპარეზებს, რომელიც ჩემპიონატზე მოგვიანებით გაემგზავრება.