დანიაში სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი გაიმართება
“სერგო ფარაჯანოვი ახალ ეგზემპლარებში” – ასე ჰქვია ღონისძეიბათა ციკლს, რომელსაც 2 იანვრიდან 22 იანვრამდე დანიის დედაქალაქი, კოპენჰაგენი უმასპინძლებს. საღამოების ფარგლებში დაგეგმილია ფარაჯანოვის ფილმების ჩვენება, გამოფენა, დისკუსიები და ღვინის დეგუსტაცია.
მათ შორის, ნაჩვენები იქნება “დავიწყებულ წინაპართა ჩრდილები”, “ბროწეულის ფერი” და “სურამის ციხის ლეგენდა”. სწორედ ამ ფილმების შესახებ გამართავენ პრეზენტაციებს ადგილობრივი უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ღონისძიებათა ციკლი ცენტრალური აზიის საზოგადოების, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კულტურული კვლევების ინსტიტუტისა და დანიის სამაფეოში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით იმართება.