„საქართველოში ყველაფერი სამჯერ დაგეგმე და ისიამოვნე დაუსრულებელი სტუმართმოყვარეობით“

ამ სათაურით სტატია საქართველოს შესახებ ჩეხური რადიო “WaVe”-ის ონლაინ-გვერდზე გამოქვეყნდა. ავტორი, პაველ სლადსკი მცირე ინტერვიუს გვთავაზობს ჩეხ მოგზაურ ჟურნალისტ ივანა ბურისკოვასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში.

„ზღვაზე გასვლა ალბათ უკანასკნელი რამაა, რის გაკეთებასაც საქართველოში გირჩევთ, მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ კენჭების სიწმინდეს შავი ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით  მაინც მთები შემიყვარდა, მთებს კი თურმე ცხენები უყვართ. კავკასია მართლაც უნიკალური და განსხვავებულია. მე თუშეთის მთებს ვარჩევ, თავისი გიჟური სილამაზით, ცივ ხევსურეთსა და მათ უკან, შორეულ დასავლეთში მდებარე ყაზბეგს –  სადაც აუცილებლად ღია ცის ქვეშ უნდა იძინო და უყურო ცის გუმბათებს“ – ამბობს ივანა ბურისკოვა, მოგზაური ჟურნალისტი ჩეხეთიდან და  პრაქტიკულ რჩევებსაც გვიზიარებს – „ თუკი რამე უკვე ითქვა, ეს არაფერს ნიშნავს, გაიმეორეთ იგივე კიდევ ერთხელ. საქართველოში ხშირად ამბობენ „დიახს“ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი კეთილგანწყობა დაიმსახურონ. მე კი გირჩევთ, გადაამოწმოთ სამჯერ – დაჯავშნეთ თუ არა ბინა და შეუთანხმდით თუ არა ცხენით გამცილებლებს.“

მოგზაურის ობიექტივი დედაქალაქშიც მოხვდა. „ქართლის დედა და უცხოპლანეტელები“ – ასე ასათაურებს ავტორი  თბილისისადმი მიძღვნილ ქვეთავს და სახელწოდების მცირე განმარტებასაც გვთავაზობს – „ქალაქს, რომელიც 10 წლის წინ უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს თავზე დამეცაო, ზემოდან ნარიყალა დაჰყურებს – „ქართლის დედითა“ და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასახლით, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს იქ უფონი (უცხოპლანეტელების ხომალდი) დაეშვა.”

ავტორი თბილისელებს ძალიან სტუმართმოყვარე ხალხად მოიხსენიებს და დასძენს, რომ აუცილებლად უნდა ისაუბროთ მათთან, ყველა მათგანს აქვს მოსაყოლი. თავად კი ნუ შეგეშინდებათ კრიტიკისაც.

„ქართველები ცდილობენ თავიანთი სტუმართმოყვარეობით მოგკლან“ –  ხუმრობით აღნიშნავს ივანა ბურსიკოვა. „ისინი სულ გთხოვენ, მიირთვათ მათი კერძები და ხშირად გაძალებენ კიდეც… თუკი კერძებს არ დააგემოვნებთ, ეს დიასახლისისადმი უპატივცემულობას ნიშნავს. თუმცა, გასინჯო იმდენი კერძი, რამდენითაც ეს ადამიანები გიმასპინძლდებიან, შეუძლებელია. ისინი თავიანთი გულუხვობით „გკლავენ“.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები