ქართველი მხატვრის გამოფენა და მასტერკლასი ბერლინში
გერმანიაში საქართველოს საელჩომ ქართველი მხატვრის, მზექალა ბერძენიშვილის გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიების პირველი ნაწილი ქართველი ბავშვებისთვის ხატვის მასტერკლასის ჩატარებას დაეთმო. გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე კი გაიმართა ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის, ნანა მიქაბერიძის კონცერტი, რომელშიც ახალგაზრდა მომღერლები: გიორგი მჭედლიშვილი, ანი კუშიანი და სალომე მახათშვილიცმონაწილეობდნენ.
მზექალა ბერძენიშვილი ქართველი მხატვარი და გრაფიკოსია, რომლის ნამუშევრებსაც ხშირად მასპინძლობენ უცხოური გალერეები. გასულ წელს მას გამოფენები გერმანიასა და ბელგიაშიც ჰქონდა.