ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართება
IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, მართავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი მოღვაწის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მემორიალური ალბომის პრეზენტაციას. ღონისძიება 25 ნოემბერს გაიმართება.
პრეზენტაციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი; საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე; ალბომის შემდგენელი ანტონ ვაჭარაძე; ისტორიკოსები, მკვლევარები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
კარლო ჩხეიძე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიაში და დიდი როლი ითამაშა თებერვლის რევოლუციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებში. იმპერიის დაშლის შემდეგ კი, ის გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი.
ცხოვრების უკანასკნელი წლები მან ემიგრაციაში გაატარა. კარლო ჩხეიძე პარიზთან ახლოს მდებარე სოფელ ლევილში, ქართველთა მამულში ცხოვრობდა.