იტალიის ქალაქ მონტესილვანოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა

იტალიის ქალაქ მონტესილვანოში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 758 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად გაიმართა და გამარჯვებულები U14, U16 და U18 ასაკობრივ კატეგორიებში, როგორც გოგონათა, ისე ჭაბუკთა შორის გამოვლინდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მოჭადრაკეები ბოლო ტურამდე იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისთვის.
U18 გოგონები
წარმატებით იასპარეზა ანასტასია კირთაძემ, 11 პარტიაში 8 ქულა დააგროვა, III–V ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 ადგილი დაიკავა.
U16 გოგონები
კესარია მგელაძემ ასევე 8 ქულა მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა.
U14 ჭაბუკები
გაბრიელ გაბადაძემ 8 ქულით III-XI ადგილი გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით მეცხრეზე გავიდა. თუმცა, აღსანიშნავია მისი სოლიდური სარეიტინგო ქულათა მატება – +105.
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:
U14 ჭაბუკები
9. გაბრიელ გაბადაძე – 8 ქულა (სარეიტინგო მატება +105)
U14 გოგონები
17. თეა რუსიტაშვილი – 7 ქულა (+26,4)
49. მარიამ გიორგაძე – 5.5 ქულა (-20,4)
U16 ჭაბუკები
41. ანდრია კვირიაშვილი – 6.5 ქულა (-33,4)
U16 გოგონები
6. კესარია მგელაძე – 8 ქულა (+40,4)
32. მარიამ კალანდაძე – 6.5 ქულა (+11,2)
U18 ჭაბუკები
25. ნიკოლოზ შამათავა – 6.5 ქულა (+49)
U18 გოგონები
4. ანასტასია კირთაძე – 8 ქულა (-3,6)
36. ლულუ დიასამიძე – 6 ქულა (+82,4)
41. მარიამ ცეცხლაძე – 6 ქულა (-130)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები