საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი “პროექცია 24 • Projection 24”-თან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ საზაფხულო კინოჩვენებების განსაკუთრებულ პროგრამას – “გერმანული კინო: უმამოთა თაობა”
დასწრება თავისუფალია.
“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანულ კინოში სტაგნაციის პერიოდი დაახლოებით 10–15 წელი გაგრძელდა. 1960-იანი წლებიდან კინოს სათავეში ახალი გერმანული კინოს ახალგაზრდა, მეამბოხე რეჟისორები მოდიან: რაინერ ვერნერ ფასბინდერი, ფოლკერ შლენდორფი, მარგარეტ ფონ ტროტა, ვერნერ ჰერცოგი, ალექსანდრ კლიუგე, ვიმ ვენდერსი, ჟან-მარი შტრაუბი და სხვები. მათთვის მთავარი თემა პოსტნაცისტურ ეპოქაში გერმანული იდენტობის გააზრებაა – ნაცისტური წარსულის კრიტიკული გადააზრების გზით ახალი გერმანიის სახის ძიება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
16 ივლისი | 21:00 – “ნოსფერატუ: ღამის აჩრდილი” (1979, 96′) ვერნერ ჰერცოგი
18 ივლისი | 21:00 – “ბერლინი, ალექსანდერპლაცი” (2020, 183′), ბურჰან ქურბანი