საქართველოს შვიდკაცა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 2026 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ლიეტუვა ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა.
საქართველოს შვიდკაცა ნაკრები დღეს იტალიასაც დაუპირისპირდა და შეხვედრა 19:17 დათმო, 5 ივლისს კი შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს რაგბის შვიდკაცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის G ჯგუფში ასპარეზობდა, რომელშიც მისი მეტოქეები ლიეტუვასთან ერთად ბელგიის და იტალიის ნაკრებები იყვნენ. საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ბელგიის ნაკრებს ანგარიშით 14:12 სძლია, ხოლო იტალიის ნაკრები 26:19 დაამარცხა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები