1-2 აგვისტოს გურია გასტრონომიის მოყვარულებს უმასპინძლებს-შეკვეთილში გემოფესტი გაიმართება
1-2 აგვისტოს, გურია გასტრონომიის მოყვარულებს უმასპინძლებს – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, Gemofest – გემოფესტი გაიმართება.
ფესტივალი გურიის მრავალფეროვან კულინარიულ მემკვიდრეობას, ადგილობრივ პროდუქტებსა და გურიის მხარისათვის დამახასიათებელ გემოებს ერთ სივრცეში გააერთიანებს, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მის ტურისტულ და გასტრონომიულ მრავალფეროვნებას.
“გემოფესტი” იმართება ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.