ევროპის ჩემპიონატზე უსინათლოთა ძალოსნობაში ქართველმა სპორტსმენებმა 9 მედალი მოიპოვეს

თურქეთის ქალაქ მერსინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უსინათლოთა ძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში, საქართველოს უსინათლოთა ძალოსნობის ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა – ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ჯამში ცხრა მედალია.
მირიან ოგნაძე (+125კგ) ტურნირის გამარჯვებულია. მან წოლჭიმში 185კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ოგნაძემ სამი მისვლის ჯამშიც საუკეთესო შედეგი ანახვა, ჯამში 625 კგ.ასწია და მეორე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გიორგი მაისურაძე (+125კგ) ტურნირის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია. მაისურაძემ წოლჭიმში 155კგ. ჩათვალა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, სამი მისვლის ჯამში 535კგ.ასწია და ვერცხლის მედალი აიღო.
ტურნირის ვიცე-ჩემპიონია გიორგი ბასილაშვილიც (-75კგ). მან წოლჭიმში 87კგ. ჩათვალა, სამჭიდის ჯამში 447კგ. დააგროვა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გიორგი გიგაურმა (-56კგ.) წოლჭიმში 68კგ.ასწია, სამჭიდის ჯამში 308კგ.ჩათვალა და
ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.
ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია ზაზა მარტიაშვილიც (-125 კგ). მან წოლჭიმში 155კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

 

ქართველი პარაათლეტები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
Unkown Unkown

Gilocavt bichebo gmertma win svla mogcet da yvelaferi Kai coxvreba warmateba ❤️❤️❤️
  • პასუხის გაცემა
Σοτα Ομαρασβιλι

გილოცავთ ბიჭებო უამრავი გამარჯვება მოგველოცოს სულ🇬🇪🥂🍾
  • პასუხის გაცემა
Maia Yavelashvili

Გილოცავთ ბიჭებო წარმატებები და წინსვლა ჰქონოდეთ ყოველთვის
  • პასუხის გაცემა
მარიამი ოგნაძე

წარმატბები ჩემპიონებო❤️❤️❤️
  • პასუხის გაცემა
Roza Ognadze

ვამაყობ შენით ოგნაძე!❤️💫
  • პასუხის გაცემა

Well Done Applause Sticker

  • პასუხის გაცემა
Fridon Macharashvili

წარმატებები ბიჭებო
  • პასუხის გაცემა
  • პასუხის გაცემა
  • პასუხის გაცემა
Guguli Abashidze

გილოცავთ ბიჭებო სულ წარმატებები …უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ🙏🙏🙏
  • პასუხის გაცემა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები