საერთაშორისო ტურნირზე „სომხეთის ღია თასი“ საქართველოს ნაკრების წევრებმა 7 მედალი მოიპოვეს
19-21 ივნისს, სომხეთის ქალაქ გიუმრიში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „სომხეთის ღია თასი“ საქართველოს ნაკრების წევრებმა რაპირის სახეობაში შესანიშნავად იასპარეზეს და 7 მედალი მოიპოვეს.
ილია თედორაშვილი – კადეტებსა და იუნიორებს შორის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. მწვრთნელი: ზურაბ ჯაგაშვილი
ლუკა ჩიხრაძე – კადეტებს შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მწვრთნელი: ვერიკო მამუკაშვილი
მარიამ ვალიევმა კადეტებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო იუნიორთა შორის ყველას აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა. მწვრთნელი: ვერიკო მამუკაშვილი
მარიამ გოგრიჭიანი – კადეტებს შორის ოქროს მედლის მფლობელია. მწვრთნელი: ვახტანგ ჭოლაძე
ნია გვანცელაძე – ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა იუნიორთა შორის. მწვრთნელი: სანდრო სიხარულიძე
ნინი დემირიც ბრინჯაოს მედლის მფლობელია იუნიორთა შორის. მწვრთნელი: ზურა აფციაური