სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ მონტემორ-უ-ველიუში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კანოე სპრინტსა და პარაკანოეში საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემელიანოვმა 200-მეტრიანი დისტანცია პარაკაიაკით 40,129 წამში დაფარა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიაში პირველი ჩემპიონის მედალი შარშანდელი მოიპოვა.
წლევანდელ ჩემპიონატში ორმოცამდე ქვეყნის 800 სპორტსმენი მონაწილეობს.