ლევან კიკალიშვილმა საკუთარ კოლექციას BALTIC JUNIOR CUP-ის ოქროს მედალიც შემატა

ახალგაზრდა ქართველმა ბილიარდის მოთამაშე ლევან კიკალიშვილმა, რომელიც თავისუფალ პირამიდაში იუნიორთა შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონია, საკუთარ კოლექციას BALTIC JUNIOR CUP-ის ოქროს მედალიც შემატა.
შეგახსენებთ, რომ ლევან კიკალიშვილი საქართველოს 18 წლამდე ჩემპიონატის (პული) მოქმედი ჩემპიონია, სწორედ ამ შედეგით მოხვდა ის პოლონეთში გამართულ ღონისძიებაზე – ის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბილიარდის ფედერაციისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები