თამუნა მუსერიძეს იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდო გადასცეს

ჟურნალისტი, ჯგუფ “ვეძებ”-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.  მას ვარშავაში ცნობილი პოლონელი მწერლის, პედაგოგის, მეორე მსოფლიო ომის დროს ბავშვებთან ერთად ნაცისტების მიერ სიკვდილით დასჯილი იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდო გადაეცა.

თამუნა მუსერიძე გახდა პირველი ქართველი, რომელიც იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდოზე იყო ნომინირებული და, ასევე, პირველი ქართველი, ვისაც ეს ჯილდო გადაეცა.

იანუშ კორჩაკი (ნამდვილი სახელი ჰენრიხ გოლდშმიტი) — ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, პედიატრი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. „იანუშ კორჩაკის პრემია“ მისი მემკვიდრეობის პატივსაცემად დაარსდა. ეს პრესტიჟული ჯილდო იმ ადამიანებს გადაეცემათ, ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვაში, ლიტერატურასა და ჰუმანიტარულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები