ნინო ქათამაძე გერმანიაში ტურნეს მართავს
მომღერლისა და სვანური ფოლკლორული ჯგუფის, „ლილეს“ ტურნე გერმანიის რამდენიმე ქალაქში კონცერტს მოიცავს. მორიგ მუსიკალურ საღამოს ლევერკუზენმა უმასპინძლა.
საღამოზე შესრულდა როგორც ცნობილი კომპოზიციები, ასევე მომღერლისა და ჯგუფის ტანდემის შედეგად შექმნილი, ახალი სიმღერები. რეპერტუარმა, რომელიც ჯაზის, პოპის, როკისა და ფოლკლორის ნაზავს წარმოადგენს, მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.