საქართველოს გუნდმა საერთაშორისო ტურნირზე ბატუტზე ხტომაში ოთხი მედალი მოიპოვა

ნიდერლანდები, ქალაქ ალკმარში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომაში. ტურნირში 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები: ელენე კირთაძე, მარიამ გაბრიაძე, ნინი ქორიძე, ცოტნე ჩხაიძე, ლუკა ლომთათიძე, მოსე კოხია და დავით გაფრინდაშვილი.

საქართველოს გუნდმა ოთხი მედალი მოიპოვა.

🥇ნინი ქორიძე 15-16 წ.

🥉ცოტნე ჩხაიძე 17-21 წ.

🥈მარიამ გაბრიაძე 13-14 წ.

🥈ელენე კირთაძე/მარიამ გაბრიაძე სინქრონულ ხტომებში 13-14 წ.

19 მარტიდან ნაკრები საწვრთნო-საშეჯიბრებო მომზადებას გააგრძელებს, ხოლო 4 აპრილს გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები