ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია გერმანიაში, მსოფლიოს უდიდეს ღვინის გამოფენაში – ProWein Dusseldorf მონაწილეობს

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში – ProWein Dusseldorf 2026, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 მარტს მიმდინარე სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს მიეცემა, რაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია.

“გამოფენის ფარგლებში გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები, რომლებსაც ღვინის საერთაშორისო ექსპერტები წარუძღვებიან.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა და, ამავე დროს, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი აქტივობების, ასევე, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები