კომაროვის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების კიდევ ერთი წარმატება

2026 წელი კომაროვის სკოლისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეულად წარმატებულად დაიწყო – სკოლამ ერთდროულად იზეიმა როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგების მნიშვნელოვანი გამარჯვება.

ჟაუტიკოვის სახელობის რიგით 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა. წელს ინტელექტუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობა 16 ქვეყნის 700-მდე მოსწავლემ მიიღო და ოლიმპიადა მაღალი კონკურენციის პირობებში წარიმართა. კომაროვის სკოლის მოსწავლეები სამშობლოში 9 მედლით დაბრუნდნენ, ხოლო მასწავლებლებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის, ხოლო ტრენერთა ლიგაში 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

“კომაროვის სკოლის მოსწავლეები სამშობლოში 9 მედლით დაბრუნდნენ. ტურნირი, როგორც გუნდურ, ასევე, ინდივიდუალურ შეჯიბრებას მოიცავს. წლევანდელი ჟაუტიკოვის ოლიმპიადის პრიზიორი კომაროველები არიან:

ცოტნე გიორგაძე – ოქროს მედალი

ნიკოლოზ მელიქიშვილი – ვერცხლის მედალი

საბა ფერაძე – ვერცხლის მედალი

ირაკლი შეროზია – ვერცხლის მედალი

სანდრო ჟღენტი – ვერცხლის მედალი

მირზა შანიძე – ვერცხლის მედალი

ირაკლი მექვაბიშვილი – ბრინჯაოს მედალი

ინდივიდუალურ შეჯიბრებაში პრიზები გადაეცათ:

საბა გოდუაძე – ვერცხლის მედალი

ანდრია ვასაძე – ბრინჯაოს მედალი

კომაროვის სკოლის გუნდს ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადაზე ხელმძღვანელობდნენ ივიკო კობაიძე და თეიმურაზ კალატოზი, რომელთა წვლილი მიღებულ შედეგებში უმნიშვნელოვანესია.

მოსწავლეთა წარმატების პარალელურად კომაროვის სკოლის პედაგოგებმა ღირსეული გამარჯვება – მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა რიგით VII საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს.

მასწავლებლებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის, ხოლო ტრენერთა ლიგაში 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირი ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ალმატის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სკოლის 200-ზე მეტმა პედაგოგმა და საგნობრივი წრის ხელმძღვანელმა. გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელები არიან:

ივანე კვიტაშვილი – მათემატიკის პედაგოგი, ოქროს მედალი

ლერი ბანცური – მათემატიკის პედაგოგი, ოქროს მედალი

თეიმურაზ კალატოზი – ფიზიკის პედაგოგი, ოქროს მედალი

ვახტანგ კურცხალია – ფიზიკის პედაგოგი, ვერცხლის მედალი

გიორგი ლომიძე – ფიზიკის პედაგოგი, ვერცხლის მედალი

ტრენერთა ლიგა – გიორგი გრიგოლია – ბრინჯაოს მედალი!”, – ნათქვამია სკოლა – პანსიონი კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები