საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ერთკვირიანი გასტროლი თურქეთში დასრულდა
საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა დაასრულა ერთკვირიანი გასტროლი თურქეთში.
დასმა სტამბოლში, ზორლუს საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში 4-ჯერ, ხოლო ანკარაში, ATO Congresium-ში 2-ჯერ წარადგინა „მაკნატუნა“.
სპექტაკლებმა ანშლაგით ჩაიარა. წარმოდგენას დაახლოებით 10 000 მაყურებელი დაესწრო.