„საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ მეხუთე კონცერტი 20 დეკემბერს გაიმართება
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ შემდეგი, რიგით მეხუთე კონცერტი შაბათს, 20 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება.
კამერული მუსიკის საღამოს წარმოადგენს:
მარიო ბრუნელო, ჩელო, დირიჟორი / იტალია
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
პროგრამა:
I განყოფილება
ფრანც შუბერტი
უვერტიურა D8, დო მინორი (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის);
სონატა ლა მინორში “Arpeggione” (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის).
II განყოფილება
მიჩესლავ ვაინბერგი
კონცერტინო ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, თხზ.43bis;
სინფონიეტა N2, თხზ.74 სიმებიანი ორკესტრისა და ტიმპანისათვის.