ბესო ახვლედიანი ამერიკის ჩემპიონატის საუკეთესო შვიდ მოთამაშეს შორის მოხვდა და First Team All-MPSF-ში შეიყვანეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა ბესო ახვლედიანმა ამერიკის ჩემპიონატში განსაკუთრებული აღიარება მიიღო. ის გასული სეზონის საუკეთესო შვიდ მოთამაშეს შორის მოხვდა და First Team All-MPSF-ში შეიყვანეს. ინფორმაციას საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება Mountain Pacific Sports Federation-მა მიიღო.

ახვლედიანი ამერიკის სტუდენტური ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდში – California Golden Bears-ში ასპარეზობს, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები