ნათელა გრიგალაშვილის სერია მაღალმთიანი აჭარიდან სლოვენიაში, იულიუსის ალპებში გამოიფინა

ქართველი ფოტოგრაფის – ნათელა გრიგალაშვილის ფოტოების სერია მაღალმთიანი აჭარიდან სლოვენიაში, იულიუსის ალპებში გამოიფინა. ინფორმაციას თავად ფოტოგრაფი გვიზიარებს სოციალურ ქსელში.

„ჩემი სერია მაღალმთიანი აჭარიდან სლოვენიაში, იულიუსის ალპებში გამოიფინა, ყოველწლიური ფოტო ფესტივალის OKO BOHINJ-ის ფარგლებში, რომლის მთავარ თემატიკაა კონსერვაცია, ადამიანისა და გარემოს ურთიერთობა, და ეკოსისტემების ცვლილების დოკუმენტური ფოტოგრაფიის მეშვეობით კვლევა.

დიდი მადლობა, ფესტივალის ორგანიზატორებს“, – წერს ნათელა გრიგალაშვილი.

📷Katja Jemec & Katja Pokorn

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები