საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დატვირთული საგასტროლო სეზონი დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დატვირთული საგასტროლო სეზონი დაიწყო.
10 ნოემბერს, დუბლინში, Bord Gais Theatre-ში, რომელიც 2000-მდე მაყურებელს მასპინძლობს, შედგა პირველი სპექტაკლი -“მაკნატუნა”.
სპექტაკლს უდირიჟორა მაესტრო ლევან ჯაგაევმა ირლანდიის რადიო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.
წარმოდგენამ ირლანდიელ მაყურებელში დიდი აღფრთოვანება და ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა.
წინ კიდევ 7 სპექტაკლია, რის შემდეგაც დასი გადავა ქალაქ ბელფასტში, სადაც 8 სპექტაკლს წარადგენს Grand Opera House-ში.