ქართველი მხედარი ზედიზედ მეორედ მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს

ქართველმა მხედარმა შალვა გაჩეჩილაძემ პოლონეთში ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზა. მან ათ რჩეულ სპორტსმენს შორის მოხვედრა შეძლო; ამ შედეგით შალვა გაჩეჩილაძემ მსოფლიოს თასის ფინალის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მსოფლიოს თასის ფინალი 2026 წლის აპრილში აშშ-ის ტეხასის შტატში გაიმართება. ქართველმა მხედარმა შალვა გაჩეჩილაძემ ცხენოსნობის ოლიმპიური სახეობის – კონკურის – მსოფლიოს თასის ფინალში პირველად 2025 წელს იასპარეზა.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები