კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში თბილისის ბაროკოს ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასს ჯულია ბოლკატო გამართავს
27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში თბილისის ბაროკოს ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასს ჯულია ბოლკატო (სოპრანო) გამართავს.
ჯულია ბოლკატო — არაერთი ჯილდოს მფლობელი სოპრანოა, რომლის რეპერტუარი მრავალფეროვანია და გამოირჩევა ბაროკოს, კლასიკური, რომანტიკული და თანამედროვე მუსიკის დახვეწილი შესრულებით. მან უმაღლესი შეფასებით დაამთავრა ბენედეტო მარჩელოს კონსერვატორია ვენეციაში და დალ’აბაკოს კონსერვატორია ვერონაში. მის რეპერტუარშია მთავარი როლები მონტევერდის, პერსელის, როსინის, ვერდის, მოცარტისა და შტრაუსის ოპერებში. გამოდიოდა ისეთ ცნობილ თეატრებში, როგორებიცაა Teatro La Fenice, Teatro Regio di Parma, შვედეთის სამეფო ოპერა და ჟენევის დიდი თეატრი, ასევე მონაწილეობდა ფესტივალებზე, როგორიცაა ზალცბურგის ფესტივალი, ინსბრუკის Festwochen და Milano Arte Musica. მას უთანამშრომლია ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან ჟორდი სავალი, მარკ მინკოვსკი და სხვები — და ანსამბლებთან – Le Concert des Nations და Concerto Italiano.
ჯულია ხშირად ასრულებს თანამედროვე მუსიკასაც და მინიჭებული აქვს აღმოსავლეთ აზიური ენებისა და კულტურის ხარისხი კა’ფოსკარის უნივერსიტეტში. ჯულია ბოლკანტო გახლავთ პრესტიჟული the Premio Abbiati-სა და არაერთი საერთაშორისო კონკურსების ჯილდოების მფლობელი.