ბაქოს საერთაშორისო წიგნის ფესტივალის მესამე დღეს მირზა ფათალი ახუნდოვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ბაქოს საერთაშორისო წიგნის ფესტივალის მესამე დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ სტენდზე გაიმართა მირზა ფათალი ახუნდოვის წიგნის „სამი კომედია“ პრეზენტაცია.

ქართულ-აზერბაიჯანული გამოცემა, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაისტამბა (გამომცემლობა „მერიდიანი“), წარადგინა მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორმა ლეილა ალიევამ.

მან ისაუბრა ახუნდოვის შემოქმედების მნიშვნელობაზე როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართულ ლიტერატურულ სივრცეში.

მწერალთა სახლის ინფორმაციით, ქართულ სტენდთან  ასევე გაიმართა მოლაპარაკებები სამ აზერბაიჯანულ გამომცემელთან და ლიტერატურულ აგენტებთან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი აზერბაიჯანულად ითარგმნოს და გამოიცეს ქართველი ავტორების: ერლომ ახვლედიანის, გიორგი ლობჟანიძის, ნოდარ დუმბაძის, სალომე ტაბატაძისა და მორის როსტიაშვილის ნაწარმოებები.

ბაქოს საერთაშორისო წიგნის ფესტივალი  მნიშვნელოვანი კულტურული დიალოგისა და გამოცდილების გაცვლის პლატფორმაა, სადაც მწერალთა სახლმა და ქართველმა ავტორებმა აუდიტორიას ქართული ლიტერატურის თანამედროვე სახე წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები