იერუსალიმში დათო მაღრაძის წიგნის – „ბარაქიანი მიწის“ წარდგენა გაიმართება
30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, იერუსალიმში, ისრაელის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პოეტ დათო მაღრაძის წიგნის – „ბარაქიანი მიწის“ წარდგენა გაიმართება.
წიგნი „ბარაქიანი მიწა“ ივრითზე თარგმნეს გალა – დანა და ნიკოდ ზინგერებმა და ის ერთი წლის წინ იერუსალიმში, გამომცემლობა GalaStudio-მ გამოსცა.
პრეზენტაცია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართება.