ლინა წიკლაურმა ალფრედო კრაუსის სახელობის საერთაშორისო სიმღერის კონკურსში მეორე ადგილი და საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მოიპოვა
ლინა წიკლაურმა ალფრედო კრაუსის სახელობის საერთაშორისო სიმღერის კონკურსში მეორე ადგილი და საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მოიპოვა.
ესპანეთში, ალფრედო კრაუსის აუდიტორიის სიმფონიურ დარბაზში გამართულ გალა-საღამოზე, ალფრედო კრაუსის მე-10 საერთაშორისო სიმღერის კონკურსის ჟიურიმ, რომელსაც გრან კანარიელი სოპრანო იოლანდა აუიანეტი ხელმძღვანელობდა, ქართველ სოპრანოს – ლინა წიკლაურს მეორე პრემია და კუთვნილი ჯილდო გადასცა.
გალა – კონცერტში ცხრა ფინალისტი და გრან კანარიის ფილარმონიული ორკესტრი მონაწილეობდა, რომელსაც მაესტრო ოლივერ დიასი დირიჟორობდა.
პირველი პრემიის მფლობელი იტალიელი სოპრანო გესუა გალიფოკო გახდა, ხოლო მესამე პრემია ასევე იტალიელ სოპრანოს ჯესიკა რიჩის გადაეცა.
ალფრედო კრაუსის სახელობის პირველი საერთაშორისო სიმღერის კონკურსი 1990 წლის მაისში, ლას-პალმას დე გრან კანარიაში ჩატარდა.