თესალონიკში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“ და ქ. თესალონიკში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლი „მამული“ მონაწილეობდნენ
თესალონიკში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“ (ხელმძღვანელი – ილია დათუაშვილი) და ქ. თესალონიკში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლი „მამული“ (ხელმძღვანელები – ზაზა გიუნაშვილი და ნათია ამირანაშვილი).
ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციების გაცნობა და პოპულარიზაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და საბერძნეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ანსამბლ „მამულის“ ხელმძღვანელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.