ათენში ქართული ნივთების გამოფენა – გაყიდვა “ჩვენ ვაწარმოებთ” გაიმართა
საბერძნეთში, კიფსელის მუნიციპალიტეტის “დიმოტიკო” აგორაში” ქართული ნივთების გამოფენა – გაყიდვა “ჩვენ ვაწარმოებთ” გაიმართა. გამოფენა უკვე მესამედ ჩატარდა. მასში 22 მეწარმე მონაწილეობდა, მათ შორის იყო ქართული თონე “მარილი”, “სოფლის ნობათი” და ასევე რამდენიმე ოჯახური სამზარეულო.ყველა მწარმოებლის პროდუქტმა, დიდი მოწონება დაიმსახურა.
გამოფენა – გაყიდვის ორგანიზატორები იყვნენ “ქართული სახლი” – დარეჯან ღამბაშიძე, კანადელი ემიგრანტი ნუნუ ღურჭუმალიძე და სახელოვნებო მაღაზიის მფლობელი ქალბატონი მაია სააკაძე.
გამოფენას ბევრი ადგილობრივი ესტუმრა, გაიყიდა ბევრი ნაწარმი და მეწარმეებმა შეკვეთებიც მიიღეს.
ქართული სათვისტომოს მიერ ორგანიზებულ გამოფენას საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
გამოფენაზე, დიასპორული ქორეოგრაფიული ანსამბლები: “კავკასია” და “არმაზი” ქართული ხალხური ცეკვებით წარდგნენ სტუმრების წინაშე.