მიხეილ ხუჭუა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

საქართველოს ველოსპორტის იუნიორთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებმა: მიხეილ ხუჭუამ, გიორგი გაბრიჭიძემ და დავით ხელაშვილმა  ლატვიაში, საერთაშორისო ტურნირზე -“LATVIJAS RITEŅBRAUKŠANAS FEDERÄCIJA LR čempionāts daudzdienu velobraucienā un Zemgales kauss 2025” იასპარეზეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მიხეილ ხუჭუას წარმატება: მან 98 კმ-იან დისტანციაზე, 70 მონაწილეს შორის პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მიხეილ ხუჭუამ შუალედური ფინიშების მოგებით საერთო ჯამში 16 ქულა მოიპოვა, რითაც 5 ქულით აჯობა ესტონელ მეტოქეს და დაისაკუთრა მწვანე მაისური. აღნიშნული შედეგი ნიშნავს, რომ ქართველმა სპორტსმენმა ქულათა კლასიფიკაციაში პირველი ადგილი დაიკავა და რბოლის საუკეთესო სპრინტერის ტიტული მოიპოვა.

აღნიშნულ შეჯიბრებაზე გიორგი გაბრიჭიძემ  მე-7 ადგილი დაიკავა, დავით ხელაშვილმა კი 23-ე პოზიციაზე დაასრულა რბოლა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები