დედაენის ბაღში Autumn Beer Festival გაიმართება
12, 13, 14 სექტემბერს, დედაენის ბაღში, საქართველოს კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ლუდის გზა“ ფარგლებში, Autumn Beer Festival გაიმართება.
ფესტივალზე დაგხვდებათ:
🔸 100-ზე მეტი ქართული ლუდის ნაირსახეობა – ტრადიციული და თანამედროვე მწარმოებლები;
🔸 მუსიკალური წარმოდგენები;
🔸 გასართობი აქტივობები და თამაშები – ყველასთვის;
🔸 კვების ზონა – მრავალფეროვანი და გემრიელი კერძები.
🔸 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
დასწრება თავისუფალია.