ისტორიაში პირველად საქართველომ ამერიკულ ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირს – „შავი ზღვის თასი – 2025″ უმასპინძლა

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი – 2025″ ჩატარდა.  ტურნირი 22 აგვისტოს დაიწყო და 24 აგვისტოს დასრულდა. ფინალში ერთმანეთს საქართველოსა  და პოლონეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ჩემპიონობა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი პოლონეთის ეროვნული ნაკრები გახდა, ხოლო მესამე ადგილი გუნდმა „საქართველო” დაიკავა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლაშა უნგიაძე დასახელდა.

ჩემპიონატის დაწყებამდე აშშ-ის დელეგაციამ, რომელსაც ამერიკელი მოქმედი სპორტსმენი ტაირიკ ნობლი უძღვებოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის  კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ჩაატარა.

საქართველომ ამერიკულ ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირს პირველად უმასპინძლა.ტურნირის მხარდამჭერები ასევე იყვნენ  ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (IFAF) და გუბერნატორ ჯორჯ პატაკის ცენტრი აშშ-იდან (Governor George Pataki Leadership and Learning Center).

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები